სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფ“-მა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მხარდასაჭერად ხელი მოაწერა მემორანდუმს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

14 ნოემბერს ევროპის სახლში გაიმართა ღონისძიება რომელიც მიეძღვნა საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა მსოფლიო ხსოვნის დღეს. იგი ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  მიერ.
ამ შეხვედრისას ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, საგზაო შემთხვევებისას სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.
გარდა სადაზღვევო კომპანია ”აი სი ჯგუფისა” მემორანდუმს ხელი მოაწერეს შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ესტონეთის საელჩოების და გაეროს წარმომადგენლობითი ოფისის ოფიციალურმა პირებმა. ამ მემორანდუმს ასევე შეუერთდნენ თბილისის საკრებულო და განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
16 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდა, რომელიც " საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის", ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  და "საქართველოს წითელი ჯვარი ჩაატარა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა, რომლებმაც თბილისის ქუჩებში მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს მოუწოდეს საგზაო წესების დაცვისკენ.
აისი ჯგუფმა თავის მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მოუწოდა მანქანის მართვისას მაღალი პასუხისმგებლობისკენ. 
21.11.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia