ირაოს თანამშრომლები „ბერი ანდრიას ფონდს" ესტუმრნენ

2014 წლის 28 ნოემბერს, სადაზღვევო კომპანია ირაომ, მისი დამფუძნებლის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG) სოციალური პასუხისმგებლობის კორპორატიული ტრადიციის ფარგლებში გამართა SOCIAL ACTIVE DAY-ს პროექტი.
სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს 30-მდე თანამშრომელი, კომპანიის მენეჯმენტის თაოსნობით, ესტუმრა „ბერია ანდრია“-ს სახელობის ფონდს, რომლის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება სოლიდური სიმსივნით დაავადებული 28 ბავშვი და მოზარდი. აღნიშნულ ფონდს ეწოდება ბერი ანდრიას სახელი, რომელიც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნისგან, ხოლო გარდაცვალების წინ მოუწოდა მის მშობლებს გაეგრძელებინათ იგივე გასაჭირში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. ირაოს თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად გაატარეს ერთი სასიამოვნო დღე "ბერი ანდრიას სახელობის ფონდში", გადასცეს მათ საჩუქრები და მოაწყვეს საჭირო ინვენტარით ბავშვების გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის სარეაბილიტაციო ოთახი.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ორ საუკუნოვან, კორპორატიული ტრადიციის ერთ-ერთ სოციალურ აქტივობას, იმის გათვალისწინებით, რომ VIG-ი თავისი ისტორიის საწყისებიდან აქტიურად ეწევა სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას. ხოლო ამ ტრადიციის ფარგლებში ვენის სადაზღვევო ჯგუფი მოუწოდებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში თავის წევრ კომპანიებს, მათ შორის ირაოს, აღნიშნულ პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ.
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. 2011 წლიდან „ირაო“-ს აქციების 100 % მფოლებილია ავსტრიული ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG), რომელიც წარმოდგენილია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 25 ქვეყანაში, 50 სადაზღვევო კომპანიით. ირაო ჩართულია ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ ინიცირებულ პროექტებში და ამასთანავე აქტიურად ახორციელებს ევროპული ბიზნეს წარმოების კულტურის დანერგვას საქართველოში.
28.11.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia