„კოპენბური“ 5–თვიანი საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ ქართულ ბაზარზე 5–თვიანი საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშის
თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 10380 სადაზღვევო პოლისი,
დაზღვეულია 2209 ავტომობილი, 2885 საბურავი, ანაზღაურებულია 323 ზარალი.
კომპანიის მიერ ფუნქციონირების დაწყებიდან, ივლისიდან დღემდე „კოპენბურმა“ საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალი გახსნა.
23.01.2015