სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება

სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2011 წელს შექმნილი სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქცია იყო იმ დავების განხილვა, რომლებიც წარმოიშობოდა პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას  შორის, ასევე პაციენტსა და კლინიკას შორის.

მედიაციის სამსახურის შექმნა განპირობებული იყო იმით, იმ მომენტისათვის, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა სადაზღვევო პროგრამები, ხოლო როდესაც მოხდა მოსახლეობის სამედიცინო სერვისების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში სრული ინტეგრირება, ზემოხსენებული ფუნქციის სამსახურის საჭიროება აღარ არსებობს.

ინიციატივას ლოგიკურს უწოდებს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება მთლიანად სახელმწიფომ აიღო და ამ სფეროდან კერძო ბიზნესი გავიდა, ბენეფიციარს ურთიერთობა უშუალოდ სახელმწიფოსთან მოუწევს, შესაბამისად, სახელმწიფოსა და ბენეფიციარს შორის მედიატორი სახელმწიფო ვერ იქნება. სწორედ ამიტომ დადგა მედიაციის სამსახურის გაუქმების საჭიროება. 

რაც შეეხება იმას, ვის უნდა მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარმა სამედიცინომო მსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, გიგოლაშვილი განმარტავს, რომ ამ მიზნით არსებობს საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი და სოციალური მომსახურების სააგენტო.

"კომერსანტი"


 

06.02.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia