კონფერენცია თემაზე - "სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განვითარება საქართველოში: არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს ინიციატივით თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ
მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე - "სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის
განვითარება საქართველოში: არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაზღვევო
სფეროს წარმომადგენლები, ფერმერები.
კონფერენცია გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა. მან
წამოჭრილი თემის გააქტიურების წინაპირობებზე გაამახვილა ყურადღება და
აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა სადაზღვევო სექტორსა და
ფერმერებს შორის თანამშრომლობის სურვილი, ვინაიდან ბუნებრივი კატაკლიზმების
გამო სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები დიდი რისკების წინაშე
აღმოჩნდნენ.
სადაზღვევო ასოციაციისა და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, აგროდაზღვევის შესახებ საკანონმდებლო ნორმის პროექტიც შეიქმნა, მაგრამ როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, მისი ინიცირების დაჩქარება არ მოხდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გადაწყდა, რომ ერთგვარი საპილოტე პროექტი განეხორციელებინათ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის განხორციელება 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და კონფერენციაზე სწორედ მისი პირველი შედეგების შეჯამება მოხდა.
როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ მარიანა მორგოშიამ განაცხადა, აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის შედეგები წარმატებული აღმოჩნდა და პროექტი წელსაც განხორციელდება. წარმატებაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ თუ შარშან პროექტში ოთხი სადაზღვევო კომპანია მონაწილეობდა, წლეულს სხვებსაც გაუჩნდათ ინტერესი სოფლის მეურნეობის სექტორში თავისი საქმიანობის გააქტიურების და მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატება. მისი თქმით, აგროდაზღვევის კუთხით, პირველად მოხდა ზარალის ანაზღაურება და ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. მან პროექტის განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე შემუშავდა ზარალის შეფასების საერთო სტანდარტები.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საპილოტე პროექტის განხორციელების პროცესში გარკვეული შენიშვნებიც გამოიკვეთა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან პროექტი საპილოტეა და ის ვერ იქნებოდა იდეალური, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი. რადგან პროექტმა ყველა დარგები ვერ მოიცვა, ამიტომ, ბუნებრივია გაჩნდა უკმაყოფილების განცდაც ფერმერთა შორისაც.
კონფერენციაზე საპილოტე პროექტის შედეგების შეფასებასთან ერთად, ყურადღება აგროდაზღვევის შესახებ კანონპროექტის კონცეფციასაც დაეთმო. გაიმართა ასევე დისკუსია.
„შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ, რადგან გაუცხოებული მხარეების დაახლოება მოვახერხეთ - ერთი მხრივ დაზღვევის სექტორის, მეორე მხრივ - ფერმერების. ამასთანავე მათ უკვე გამოსცადეს დაზღვევის სიკეთე - თუ რას ნიშნავს დაზღვევით შეამცირო რისკები და მინიმუმ უზრუნველყო ის, რომ კვლავწარმოების საშუალებები გქონდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად კატასტროფული შემთხვევები დადგა ცალკეულ რეგიონებში, მაგალითად ისეთი, ყინვები რომ იყო“, - განაცხადა კონფერენციის შემდეგ გიგლა აგულაშვილმა. მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო, რომ ფერმერებს თვალნათლივ დაენახათ - სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობა მას გაცილებით მეტ შემოსავალს აძლევს, ვიდრე მაშინ იღებს, როდესაც თავის სავარგულებს რისკებისა და ბედის ანაბარა მიატოვებს.
მისივე შეფასებით, მართალია, საპილოტე პროექტი არ არის უნივერსალური, ის არ მოიცავს ყველა სფეროს და დარგს და, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შესაძლებლობებია საჭირო. „მაგრამ სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესი პროექტი შევთავაზოთ, უკეთესი საკანონმდებლო რეგულაცია შევთავაზოთ როგორც ფერმერებს, ისე სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებს, სწორედ ამისთვის იყო ეს კონფერენცია მოწოდებული, რათა გამოვლენილი პრობლემები განგვეხილა და აგვესახა კანონპროექტში. ჩვენ ვცდილობთ „ნელა ვიჩქაროთ“ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამიტომაცაა ეს ექსპერიმენტი და მისი შედეგები გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის შესახებ კანონპროექტს
პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე თუ არა, საშემოდგომო სესიაზე
მაინც წარუდგენენ.
10.02.2015