„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საქართველოს სოლიდარობის ფონდს უერთდება

საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და "ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ  სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამჯაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.  

 აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“ ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გახდეს მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. 

 ნინო კობახიძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: „მოხარული ვარ, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სახით კიდევ ერთი კერძო კომპანია შემოუერთდა ინიციატივას, მიგვაჩნია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მხრივ, ასევე სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით, რადგან თითოეულიმცირეშენატანიც კი ძალიან ღირებულია ასეთ მწვავე პრობლემასთან საბრძოლველად“.

 პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ძალიანვაფასებთიმ საქმიანობას, რომელსაც სოლიდარობის ფონდიახორციელებსდამიხარია რომ დღეიდან ამ ინიციატივას ჩვენი კომპანიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომპანიის 390 თანამშრომელი ერთსულოვანი იქნება ამ მხარდაჭერაში - პირველ ეტაპზე პროექტში თანაშრომლების კერძო დონაციებით ვერთვებით. ამავე დროს კომპანიის დონეზე განვიხილავთ ჩვენს სადაზღვევო პროდუქტში ამ დახმარების ინტეგრირებას და გვაქვს სხვადასხვა იდეა, რომელსაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას. “

 ამჟამინდელი მონაცემებით სოლიდარობის ფონდის გარშემო უკვე გაერთიანდა 240 საჯარო სამსახურის 40 000-ზემეტი თანამშრომელი, 18 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია. სწორედ ამ ერთიანობამ გახადა შესაძლებელი სოლიდარობის ფონდში 2 800 000 ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 112 ბავშვის დაფინანსების დამტკიცება.

"კომერსანტი"

03.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia