სადაზღვევო კომპანია “კოპენბურმა” სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია კოპენბურმა სტიქიით მიყენებული ზარალების ანაზღაურების გაცემა დაიწყო.

ზარალების ადმინისტრირების სამსახურმა 24 საათიანი მუშაობის შედეგად მოახდინა ყველა დაზღვეული ობიექტის ადგილზე მონახულება. ყველა ის ავტომობილი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება გადაყვანილია სერვის ცენტრებში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია ცდილობს დაზღვეული ავტომობილებისათვის მიყენებული ზიანი მაქსიმალურად მოქნილი პროცედურით აანაზღაუროს.

სადაზღვევო კომპანია კოპენბური მზად არის იკისროს სოციალური პასუხისმგებლობა სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების წინაშე და უზრუნველყოს ისინი როგორც საკვები პროდუქტებით, ისე პირველადი მოხმარების ნივთებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

17.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia