„საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ“ შეიმუშავა სარეკომენდაციო სტანდარტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სფეროში
თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობისა და საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის
პრინციპების დაცვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში დამზღვევის
მხრიდან გახშირებული არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკის შემცირების, ასევე
მითითებულ სახეობაში საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების
ხელშეწყობის მიზნებისათვის, ბაზრის სტატისტიკური მონაცემების აქტუარული შეფასების
საფუძველზე საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ შეიმუშავა ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა დაზღვევის სფეროში დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისის მიმართ
მინიმალური მოთხოვნები (სტანდარტი).
სტანდარტი ატარებს სარეკომენდაციო
ხასიათს და მისი გამოყენება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სადაზღვევო
ორგანიზაციას.
29.07.2015
COPYRIGHT © 2010 - 2025
CREATED BY