სადაზღვევო კომპანია "უნისონსა" და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას

სადაზღვევო კომპანია "უნისონსა" და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 2 ნოემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ იუსტიციის სახლებში კომპანია "უნისონი"-ს სამოგზაურო პოლისის შეძენა.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი"-ს შერჩევა საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა.

"უნისონი"-ის შეთავაზებული სამოგზაურო დაზღვევა გარდა სტანდარტული მაღალი დონის სამედიცინო სერვისებისა ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებსაც როგორიცაა პასპორტის დაკარგვა, ბილეთის გაუქმება, ბარგის დაზღვევა და ოჯახის წევრის ვიზიტი საზღვარგარეთ ყოფნისას დაზღვეულის ავადობის შემთხვევაში.

მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ ასევე ერთ თვიანი კონსიერჟ ბარათის მომსახურებაც.

20.10.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia