აი სი ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების პოპულარიზაციას
აი სი ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების პოპულარიზაციას და ყოველთვის ჩართულია მსგავსი სახის აქტივობებში. 10 თებერვალს, სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria“-ში გაიმართა საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩეხეთის საექსპორტო ბანკი, საკრედიტო-საექსპორტო დაზღვევის კორპორაცია, ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრო, ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საპარტნიორო ფონდი, ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა და სხვა. აი სი ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ ჩეხეთის სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარუდგინეს მათ კომპანიის მომსახურებები და მომავალი გეგმები.15.02.2016