ჯანდაცვის სამინისტროსა და „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს შორის თანამშრომლობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში
ხვალ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში თანაშრომლობის შესახებ ბრიფინგს გამართავენ. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და პროექტის ფარგლებში 200 ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატებს სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე. დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას და მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას გამოცხადებულ ვაკანსიაზე. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ სტაბილურ სამსახურს მსხვილ კომპანიაში ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენ” საქართველო, თბილისი - 19:24 04.07.201608.04.2016