ალდაგმა "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" ზარალი სრულად აუნაზღაურა
”2016 წლის გაზაფხულზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, მომხდარი ხანძრის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა კომპანიის კუთვნილ ქონებას, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია კომპანიის საქმიანობის შეჩერება. მომხდარი ხანძრის შედეგად, შპს `აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია”-ს, ჯამურად, 1,276,217 ლარის ზარალი მიადგა, რაც ალდაგთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიას სრულად აუნაზღაურდა. შპს "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“ - სთან ალდაგს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი მუდმივად მოქმედებს ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკმაოდ რთული და მასშტაბური სადაზღვევო შემთხვევა, რადგანაც მასში ერთიანდებოდა დაზღვევის რამდენიმე სახეობა. ზემოთხსენებული შემთხვევების შედეგად, ქონების დაზიანებიდთ განცდილმა ზარალის ოდენობამ სულ 1,092,868.27 ლარი შეადგინა. ხოლო სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტით გამოწვეული ზარალის ოდენობა კი 210,670 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად, რთული გარემოებებისა, ზარალის დარეგულირება მოხდა უმოკლეს ვადებში, რათა დაზღვეული მხარის ბიზნეს საქმიანობას შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში განეგრძო მუშაობა“, – განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
15.09.2016