2017 წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

მომავალი წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, რომელიც დამატებით შემოსავალს შექმნის სადაზღვევო ბაზრისთვის - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რადიო „კომერსანტის" გადაცემა „ბიზნესის ადვოკატში" განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით გადაწყვეტილება, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ბიუჯეტიდან დაფინანსება მოეხსნა, დაფუძნებულია სწორედ იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო ბაზარი ფართოვდება და ეს გაფართოება გაგრძელდება შემდეგ წლებშიც. ნიკოლოზ გაგუას თქმით, ბიზნესის გაფართოება შესაძლებელს გახდის, რომ ზედამხედველობის სამსახური თვითდაფინანსებაზე გადავიდეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, ბოლო პერიოდში დაანონსებული ღონისძიებები დაკავშირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან, „ რეგიონის ქვეყნებში ზრდის დაბალი ტემპებია რაც ბუნებრივია ჩვენზეც აისახება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები.

მიგვაჩნია, რომ მოგების გადასახადის რეფორმა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება კერძო სექტორისთვის" აცხადებს გაგუა. ამასთან, მისივე თქმით, გარდა ამ გადასახადისა რაიმე სხვა კონკრეტული გადასახადის შემცირება არ არის დაგეგმილი.

"კომერსანტი"



09.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia