ბათუმში სადაზღვევო კომპანია “ირაოს” ახალი ფილიალი გაიხსნა
დღეს ბათუმში სადაზღვევო კომპანია ”ირაომ” ახალი სერვის-ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გამართა, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო მონაწილეობა.ბათუმში სადაზღვევო კომპანია ”ირაოს” ოფისის ფილიალი ჯერ კიდევ 2010 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიამ მოახდინა აჭარაში მისი წარმომადგენლობის გაფართოება, რათა შესთავაზოს მოსახლეობას უფრო კომფორტული, თანამედროვე და ტერიტორიულად ადვილად მისადგომი სერვის ცენტრი.
”ირაოს” გენერალური დირექტორის, ვახტანგ დეკანოსიძის თქმით, 2017 წლიდან ჩვენი კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტს კლიენტებისათვის სერვისის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეფართოებინა აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში, არსებული კომპანიის სერვის-ცენტრი, გაგვეხადა ის უფრო კომფორტული და აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამას გარდა, ოფისის ახალი ლოკაცია მას უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ჩვენი კლიენტებისათვის.
სადაზღვევო კომპანია "ირაო"-ს 100% აქციების მფლობელია - დაახლოებით ორ საუკუნოვანი კორპორატიული ისტორიის მქონე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG), რომლის შტაბ-ბინა განლაგებულია ქ. ვენაში. ვენის სადაზღვევო ჯგუფის მფლობელობაშია ამ რეგიონის 25 ქვეყანაში, 50 სადაზღვევო კომპანია, მათ შორის საქართველოში - ირაო. ჯგუფის კომპანიების თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 23000 კაცს შეადგენს.
13.01.2017