კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის.როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრებაა აუცილებელი.
ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, ამბობს ვიცე პრემიერი.
კახი კალაძე დღეს მომხდარ ხანძარს დამთრგუნველს უწოდებს და გამოძიების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
შეგახსენებთ რომ გამთენიისას, ვაგზლის მოედანზე "ბავშვთა სამყაროსა" და ოქროს ბირჟას ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი. განადგურებულია სავაჭრო ობიექტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
"კომერსანტი"
30.01.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia