"კარგი იქნება, თუ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დანიშვნა მალე მოხდება"
სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუკი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ოფიციალური დანიშვნა მალე მოხდება. კონსტანტინე სულამანიძემ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობა ოფიციალურად პირველ მაისს დატოვა. მას შემდეგ მის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი ასრულებს.
„უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სრული უფლებამოსილება აქვს ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტისას; თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ ოფიციალური დანიშვნა კარგია სტაბილურობისათვის“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე bm.ge-სთან საუბრისას.
"bm.ge"
30.08.2018