სადაზღვევოები ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის პირობების გადახედვას ითხოვენ

სადაზღვევო კომპანიები ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობების გადახედვის საკითხს დააყენებენ.ამის შესახებ bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. 
,,სადაზღვევო კომპანიები თვლიან, რომ ის პირობები, რაც კანონპროექტში დევს, დაზღვევის ფასს არ შეესაბამება. გვესმის, რომ ფასი მნიშვნელოვნად ვერ გაიზრდება, სოციალური საკითხია, ესეიგი უნდა შეიცვალოს პირობები. კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას, ჩვენ ამ საკითხზე მოლაპარაკება გვექნება”-განაცხადა ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, სადაზღვევო სექტორისთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის უცნობია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი-ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე, რაც დაზღვევის ღირებულების მთავარი განმსაზღვრელია. ასეთ სიტუაციაში კი, ხეჩინაშვილის აზრით, რეალური სურათის დანახვა, მხოლოდ დაზღვევის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
,,საქართველოში მილონ 300 ათასი ავტომანქანაა, პოლიცია არეგისტრირებს 40 ათას საგზაო შემთხვევას. ჩვენი მოსაზრებაა, რომ დაურეგისტრირებელი რჩება დაახლოებით ორჯერ მეტი შემთხვევა. მთავრობა გვეუბნება- არა, საიდან იცით რომ ორჯერ მეტია,-ჩვენ ვთვლით, რომ 80%-ია. როცა არ გვაქვს რეალური სურათი, ამაზე როგორ ვიდაოთ? ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ რეალური სურათი ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება”-აღნიშნა ხეჩინაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან უნდა შევიდეს. პროექტის მიხედვით, ავტოტრანსპორტის სახეობებიდან გამომდინარე, წლიური დაზღვევის ღირებულება 75 დან 310 ლარამდე მერყეობს. სადაზღვევო კომპანიების შენიშვნები კი საგზაო შემთხვევის დადგომის შემდეგ, ასანაზღაურებელი თანხების ლიმიტებს ეხება, რომელიც პროექტის მიხედვით, 15 დან 300 ათას ლარამდეა განსაზღვრული.
09.02.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia