სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას’’ რებრენდინგი განხორციელდა და საწესდებო კაპიტალი გაიზარდა

„საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ ინფორმაციით, კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“-მა „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10 000 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ განვითარებას და გარდაქმნას. ასევე ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნას, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მომხმარებელთა მოთხოვნებზე. კომპანიაში დაწყებულია სადაზღვევო პროცედურების გაციფრულება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

04.03.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia