„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
 

როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ ინიციატივაში, ამ თემაზე სასაუბროდ „კომერსანტი“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა დევი ხეჩინაშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად არც მინისტრთან უსაუბრია.

 



„ეს ინფორმაცია პირველად მესმის, ამაზე საუბარი მინისტრთან არ გვქონია. როგორ უნდა ჩაერთოს სადაზღვევო კომპანიები ეს ჩემთვის არ არის ცნობილი, ზოგადად, ასეთი რამ ძალიან სერიოზული თემაა. აქ მნიშვნელოვანია რა კუთხით ხედავენ სადაზღვევო კომპანიების ჩართვას, მაგალითად, მკურნალობით ნაწილში ჩვენი პოლისები კარანტინს არ ფარავენ, მაგრამ ამბულატორიული და ჰოსპიტალური ნაწილი იფარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რა მასშტაბებზეა საუბარი. ჯერჯერობით საფრთხე იმაშია, რომ მომხმარებლები სადაზღვევო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვენ, რადგან ვეღარ იხდიან თანხებს, ტენდენცია მზარდია და შესაბამისად ისინი ტვირთად საყოველთაო დაზღვევას დააწვნენ. მოკლედ, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი, სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით“, - განაცახდა დევი ხეჩინაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.     

                                               "კომერსანტი"



06.04.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia