კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ.

„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწიფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლაინმომსახურებაში, თვითონ ონლაინხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევოებთან ერთად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.6 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

"კომერსანტი"

06.04.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia