საფრანგეთის საგარანტიო ფონდი - საიდან მოდის ფული?
ეს ისტორია ინტერნეტ სივრცეში ფრანგმა ადვოკატმა გაავრცელა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევების დროს კომპენსაციის მიღების საქმეებზე არის სპეციალიზებული. უბედური შემთხვევა საფრანგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში ტახზე ნადირობისას მოხდა. ახლბედასაგან გასროლილმა ტყვიამ 67 წლის მეწარმე, ასევე მონადირე დააზარალა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მოათავსეს. რეაბილიტაციის პროცესს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა. თუმცა ამის მერე დაზარალებული ვეღარ დაუბრუნდა თავის ჩვეულ რიტმს და სამუშაოს.საფრანგეთში მოქმედი კანონის მიხედვით, ყველა მონადირე ვალდებულია დაეზღვეს. მეწარმის ადვოკატმა შეადგინა საჩივარი, სადაც ბრალს სდებდა სადაზღვევო კომპანიას და ითხოვდა კომპენსაციას 1 300 000 ევროს ოდენობით.
საიდან გაჩნდა ასეთი სერიოზული თანხა? საქმე იმაშია, რომ საფრანგეთში არსებობს ე.წ. „სრულად ანაზღაურებადი“ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა ის ზარალი, რაც დაზარალებულს მიადგა.
კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს არა მხოლოდ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაცია, არამედ იმ შემოსავლის დაკარგვის ანაზღაურებაცაა, რომელიც ავადმყოფობის გამო დაზარალებულმა ხელიდან გაუშვა.
მეწარმე რამდენიმე კომპანიას ფლობდა, დანიშნული ჰქონდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელსაც შეიძლებოდა ასევე მნიშვნელოვანი გარიგებები მოეტანა მისთვის. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება საფრანგეთში, სადაზღვევო კომპანიამ დაზარალებულს 700 ათასი ევრო შესთავაზა. შეუთანხმებლობის გამო საქმე სასამართლომდე მივიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში სასამართლომდე სადაზღვევო შემთხვევების მხოლოდ 5 პროცენტი მიდის. სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას დაზარალებულისთვის 1 200 000 ევროს გადახდა დააკისრა.
თუმცა, საფრანგეთში ეს იშვიათი შემთხვევაა, რადგანაც კანონით სამსახურისგან ჩამოშორების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება გათვალისწინებული არაა. არსებობს მხოლოდ ზოგიერთი პარამეტრი, რომლებსაც მხედველობაში იღებენ - სამუდამოდ თუ დროებით შრომისუნარის დაკარგვა და ის ტკივილი რაც დაზარალებულმა გადაიტანა.
ანაზღაურების მოცულობაც იმის მიხედვით იცვლება რომელი მხარე გადაძალავს და დაამტკიცებს რომ მართალია.
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ზარალს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს, ხოლო თუ გზაზე მიმავალს წინ რომელიმე ცხოველი გამოგიხტათ ვინ გადაგიხდით ზარალს, ამაზე პასუხი ძნელი მისაღებია.
როცა პასუხის გამცემი კონკრეტულ შეკითხვაზე არავინაა, ასეთ შემთხვევებზე საფრანგეთში არსებობს სპეციალური რამდენიმე ფონდი.
პირველი შეიქმნა ე.წ. საგარანტიო ფონდი, რომელიც ზარალის კომპენსაციას უზრუნველყოფდა. ამ ფონდს საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო კურირებს. საიდან მოდის ფული? მოქალაქეების და მზღვეველების ჯიბეებიდან.
მოქალაქეების პასუხისმგებლობის დაზღვევისას (საუბარია ავტომანქანის სავალდებულო დაზღვევაზე) შემოტანილი თანხის 1,2 პროცენტი საგარანტიო ფონდში მიდის. თავის მხრივ სადაზღვევო კომპანიები გამოყოფენ ფონდისთვის 1 პროცენტს თავისი ბრუნვიდან. რაც შეეხება ტერაქტების მსხვერპლებს, მათთვის ცალკე ფონდია შექმნილი.
ის ფრანგების სადაზღვევო შენატანებითაც არსებობს. თოთოეული ადამიანი, რომელიც დებს კონტრაქტს ქონების დაზღვევაზე, ამ ფონდში 3,30 ევრო შეაქვს. ამას გარდა, დაზარალებულებს შუძლიათ ამ ფონდს მიმართონ დაზარალებიდან 10 წლის შემდეგაც კი.
08.12.2010