გერმანული სადაზღვევო კომპანიების კოშმარული სიზმარი
თუ დეპრესიისადმი მიდრეკილი გერმანელი „მარილზე წასვლაზე“ ხშირად ლაპარაკობს, ნათესავები მის დაზღვევას არ იჩქარებენ, რადგანაც გერმანიაში თითქმის არ არსებობს კომპანია, რომელიც სუიციდის შემთხვევაში ფულს გადაიხდის. სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაში უმრავლეს შემთხვევაში დევს პუნქტი, რომ ფული თვითმკვლელობის შემთხვევაში არ გადაიხდება, მიუხედავად თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზისა.რა თქმა უნდა არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არაა სუიციდის საკითხი. ამ დროს ფულის გადახდა სიკვდილის შემთხვევაში მოხდება მხოლოდ იმ დროს თუ დაზღვევის პოლისის ყიდვასა და სუიციდს შორის ძალიან ბევრმა დრომ გაიარა. ასეთი და სხვა მსგავსი წესები სადაზღვევო კომპანიას სხვადასხვა მაქინაციებისგან იცავს.
გერმანიაში ზარალის ანაზღაურების მოცულობა თითოეულ კომპანიაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც დაზღვეულის მიერ ყოველთვიურ შენატანზე: ათასობით ევროდან დაწყებული რამდენიმე მილიონ ევროთი დამთავრებული. ყველა ადამიანს შეუძლია ანაზღაურება თვითონ განსაზღვროს, სამაგიეროდ სადაზღვევო კომპანიები ამის მიხედვით ყოველთვიური შენატანი თანხის რაოდენობას განუსაზღვრავენ. და ისევე როგორც ყველგან, 20 წლის ადამაინის დაზღვევა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე 50 წლის ადამიანის.
მაქინაციები სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით - გერმანული სადაზღვევო კომპანიებისთვის კოშმარული სიზმარივითაა. ამიტომ ისინი ცდილობენ ყველა მეთოდით თავისი უსაფრთხოების დაცვას. უბედური შემთხვევის დადგომის დროს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილობრივი პოლიციის კომისართან ერთად დააფიქსიროს დამდგარი შედეგი.
კატასტროფების დროს სხეულის დაზიანების დაზღვევა გერმანიაში არ ხდება. რიგითი სადაზღვევო კომპანიები მატარებლების, თვითმფრინავების კატასტროფის შემთხვევებს ცალკე არ აზღვევენ. ასეთი სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ როგორც წესი ბილეთების შეძენის დროს, ან ეს დაზღვევა ბილეთის ფასში შედის. მსხვილი ავიაკატასტროფების დროს ზარალის ანაზღაურება ხდება ევროკავშირის დონეზე მიღწეულის მონრეალის შეთანხმების შესაბამისად.
ავიაკატასტროფაში დამნაშავე ავიაკომპანიები თავის მხრივ კისრულობენ ზარალის გადახდას. სტიქიური უბედურებების მერე, მაგალითად, ხშირი წყალდიდობების მერე გერმანიაში ყველაზე „მოგებული“ რჩება ის, ვისაც ქონების და სიცოცხლის დაზღვევა აქვს. სახელმწიფოსგან ანაზღაურება ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებული არ არის. როგორც წესი, მოქალაქეებს მხოლოდ უპროცენტო კრედიტების იმედი უნდა ჰქონდეთ.
თუ ვინმემ ტრავმა მიიღო საწარმოში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელობაა, რომელსაც უწევს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამასწინათ ბერლინში მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ზარალის ანაზღაურება განისაზღვრა იმის მიხედვით თუ რა თანხის გამოემუშავებას შეძლებდნენ ისინი პენსიაზე გასვლამდე და სწორედ ამ თანხის ჯამი აუნაზღაურეს ოჯახებს.
ერთადერთი საბაბი, როცა სადაზღვევო საკითხებზე დავაში სასამართლო ერევა სადაზღვევო კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდაზე უარია. სასამართლო პროცესები შეიძლება თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს და წარმატება გარანტირებული სულაც არაა.
08.12.2010