ბონუს დაზღვევა - ბონუს ბარათით!

ბონუს დაზღვევა ბონუს ბარათით – "ჯიპიაი ჰოლდინგი"-ს, "გუდვილი"-სა და "ჯი. მარტი"-ს ერთობლივი საახალწლო აქცია დაიწყო. ყველა, ვინც 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ავტომობილს, სახლს ან აგარაკს დააზღვევს "ჯიპიაი ჰოლდინგ"-ში, კომპანია 200 ლარს ჩუქნის გუდვილის ბონუს ან ჯი.მარტის "ფალკო" ბარათზე. თანხის განაღდება წლის ნებისმიერ მონკვეთში იქნება შესაძლებელი "გუდვილი"-სა და "ჯი.მარტი"-ს სავაჭრო ქსელში თბილისსა და ბათუმში.
გურამ მუსხელიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის საცალო გაყიდვების უფროსი: „ყოველ ახალ წელს ჩვენ სხვადასხვა სახის საახალწლო აქციებს ვახორციელებთ. წელს გადავწყვიტეთ აქცია გუდვილთან და ჯი.მარტან ერთად გაგვეკეთებინა. ჯიპიაი ჰოლდინგი 200 ლარს ჩუქნის ყველას ვინც 10 დეკემბრიდან 10 იავნრამდე მანქანას, სახლს ან აგარაკს დააზღვევს. ვფიქრობ ეს საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა – 200 ლარი საახალწლო საყიდლებისთვის და თან მთელი წელი დაზღვეული ხარ გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან."
აქციის ფარგლებში ჰიპერმარკეტ "გუდვილ"-ში პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სახეებმა შორენა ბეგაშვილმა, ლევან ხურციამ, კახა მიქიაშვილმა და ანა კოშხელიშვილმა. სახალისო შეჯიბრებების შემდეგ ისინი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა მათ 1 წლიანი სამოგზაურო დაზღვევა გადასცა.

13.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia