სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიმ“ 21 დეკემბერს თბილისი ივენთ ჰოლში ღია კარის დღე გამართა, სადაც უამრავმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. კომპანიამ მსურველებს გააცნო თავისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ალდაგი ბისიაი“ შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას გაიაროს უფასო სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსები. რის შემდეგადაც ისინი დასაქმდებიან კომპანიაში.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავა და მოიწონა კომპანიის სურვილი მისცეს სტუდენტებს სადაზღვევო განათლება უფასოდ და დაასაქმოს ადამიანები. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს დაურიგდათ
სადაზღვევო წარმომდგენის აპლიკაციები, რომლებიც მაშინვე შეავსეს და სპეციალურ ყუთებში მოათავსეს. ხოლო ვინც შეხვედრას ვერ დაესწრო და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კომაპნიის წამოწყებაში, შესაძლებლობა აქვს „ალდაგი ბისიაის“ საიტიდან გადმოწეროს აპლიკაციის ფორმა, შეავსოს და ასევე ინტერნეტის საშუალებით მიაწოდოს კომპანიას.
"ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა.
2006 წლის ბოლოს "ალდაგი"-ს აქციების 100% სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ შეიძინა. “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია.
ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს.
ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც ინდივიდუალური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა დაიწყო.

22.12.2010