კრიზისმა სადაზღვევო სფეროს გვერდი აუარა
ფინანსურმა კრიზისმა სადაზღვევო სექტორს გვერდი აუარა-ეს განცხადება “ალდაგი ბისიაის” გენერალურმა დირექტორმა რადიო “კომერსანტის” პირდაპირ ეთერში გააკეთა, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ნიკა გამყრელიძის თქმით, 2010 წელი ცალსახად უკეთესი იყო, ვიდრე 2009. მიმდინარე წელს სექტორი გაიზარდა და ფინანსური სიჯანსაღე გამტკიცდა. მისივე განმარტებით, 2011 წელს პრიორიტეტული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტი იქნება, “ალდაგი ბისიაი” საავადმყოფოების მშენებლობა ში 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
მომავალ წელს იგეგმება სოფლის მეურნეობის სექტორის დაზღვევის მიმართულებით გააქტიურებაც. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს დარგი აქტუალურია და მომგებიანიც გახდება. ნიკა გამყრელიძის თქმით, დღეს ფერმერებისთვის ბანკებში სესხები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან მათ დაზღვევა არ უმაგრებთ ზურგს.
“ალდაგი ბისიას” მსგავსად სადაზღვევო კომპანია “იმედი ელშიც” აცხადებენ, რომ ფინანსური კრიზისი სექტორს ნაკლებად შეეხო, რადგან სადაზღვევო სივრცე ნაკლებად ათვისებული იყო. მათი თქმით, 2009-2010 წლებში სადაზღვევოებმა დინამიური ზრდა გააგრძელეს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2010 წლის სამი კვარტლის მოზიდული პრემიის მიხედვით გასულ წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მომავალ წელს “იმედიელისთვისაც” ჰოსპიტალური სექტორის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. კომპანია 10 საავადმყოფოს ააშენებს.

05.01.2011