სადაზღვევო კომპანიების საახალწლო შეთავაზებები

საახალწლო დღეებში სადაზღვევო კომპანიების ნაწილი მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებს, იუწყება რადიო კომერსანტი.
სიახლეებს დაზღვეულებს ძირითადად ბაზრის წამყვანი მოთამაშეები სთავაზობენ. ბაზრის ლიდერი “ალდაგი ბისიაი” სპეციალურ საჩუქარს ავტოდაზღვევის შემთხვევაში აკეთებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ვინც ახალი წლის პერიოდში ავტომობილ ს მათთან დააზღვევს, უფასოდ მიიღებს საგზურს ყვარელში, გუდაურში ან „შერატონში“.
„გუდვილთან“ და „ჯი–მარტთან“ ერთად ახალი პროდუქტი ბონუს დაზღვევა გამოიტანა “ჯიპიაი ჰოლდინგმა”, რომლის ფარგლებშიც 10 იანვრამდე კომპანიაში სახლის, აგარაკის ან ავტომობილ ის დამზღვევი საჩუქრად „გუდვილის“ ბონუს ან „ჯი–მარტის“ ფალკო–ბარათზე 200 ლარს მიიღებს.

05.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia