ინტერვიუ დევი ხეჩინაშვილთან
The FINANCIAL -“საქართველოს სადაზღვევო კომპანიები უცხოელების მფლობელობის ქვეშ გადავა”- სსა
„ხუთ წელიწადში საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები უცხოელების მფლობელობაში გადავა, თუ ქვეყანაში სტაბილური გარემო იქნება,“ გვითხრა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის უფროსმა დევი ხეჩინაშვილმა.
„საქართველოში აგვისტოს ომი რომ არ ყოფილიყო, სადაზღვევო კომპანიები უკვე საერთაშორისო გიგანტი კომპანიების მფლობელობაში იქნებოდნენ, ისევე როგორც უნგრეთში, სადაც ყველა კომპანია ქვეყანაშია დაფუძნებული, მაგრამ მფლობელები საერთაშორისო კომპანიები არიან,“ თქვა ხეჩინაშვილმა.
„სადაზღვევო სფერო გლობალური პროფესიონალური ბიზნესია. მსოფლიოს მოთამაშეები ბაზარზე ახალი ტექნოლოგიებითა და კაპიტალით შედიან. მომავალი გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველო ინვესტორები სათვის უფრო მიმზიდველი გახდება, ინსტიტუციონური ინვესტორები ამ სფეროში ფულის ჩადებას დაიწყებენ. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა უფრო მეტ კონკურენციას გამოიწვევს და ხარისხიც აიწევს,“ ამბობს ხეჩინაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, საქართველოში 14 სადაზღვევო კომპანიაა დაფუძნებული. ამ კომპანიებიდან, 11 უზრუნველყოფს სიცოცხლისა და არასასიცოცხლო დაზღვევას, ხოლო დანარჩენები მხოლოდ არასასიცოცხლო დაზღვევას.
„საქართველოს ბაზარზე, კომპანიების უმრავლესობა, გარდა Chartis სადაზღვევო კომპანიისა, საქართველოშია დაფუძნებული. თუმცა, რამდენიმე ნახევრად უცხოელების საკუთრებაში არის. „არქიმედეს გლობალ საქართველო“ 100 % – ით ებრაელების საკუთრებაშია და „ირაო“ 90 % – ით „ვიენას“ სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში,“ გვითხრა ხეჩინაშვილმა.
„საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 5 კომპანია ლიდერობს: „ალდაგი ბისიაი,“ იმედი ელი,“ „ჯიპიაი,“ „ირაო“ და „აისი ჯგუფი.“ სპეციფიური ადგილი უკავია „ალფას,“ რომელმაც გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა,“ განაცხადა ხეჩინაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში, კომპანიების მთლიანი ანაზღაურების ოდენობამ 91,842,423 ლარი შეადგინა. საერთო პრემიების თანხებმა 222,660, 75 ლარს მიაღწია, ხოლო გადაზღვევის პრემიამ 26,576,130 ლარი შეადგინა.
სადაზღვევო ბაზრის წილი დაზღვევის სახეობების მიხედვით ასე გადანაწილდა: ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მთლიანი სადაზღვევიო სისტემის 73,18 % – ს შეადგენს, მას მოჰყვება ქონების დაზღვევა – 9,08 % , მანქანის დაზღვევა – 6.39 %, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა – 3,73 %, სიცოცხლის დაზღვევა – 1,97 % და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 3,82 %. დანარჩენი 3.82 % დაზღვევის სხვავადასხვა სახეობებზე გადანაწილდა.
ხეჩინაშვილის თქმით, საქართველში 1,5 მილიონი ადამიანია დაზღვეული. 1,100 00 ადამიანი სამთავრობო პროგრამების საშუალებით არის დაზღვეული, აქედან 900,000 სოცლიალურად დაუცველია, 100,000 მასწავლებელი და 100,000 თბილისის მუნიციპალური პროგრამით არის დაზღვეული. დანარჩენები ან ინდივიდუალურად არიან დაზღვეულები, ან კორპორატიულად.
„საქართველოში ავტომანქანების დაზღვევა უფრო მეტად კორპორატიულ სეგმენტთან ასოცირდება. ჩვენთან ადამიანები მიუჩვევლები არიან დაზღვევის გამოყენებას და სიკეთეს. კორპორატიული ნაწილისათვის დაზღვევა კარგია, რისკს ბიუჯეტირებულს ხდის,“ ამბობს ხეჩინაშვილი.
როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, 2008 წლის ფინანსური კრიზისი მნიშვნელოვნად ნეგატიურად არ აისახა კორპორატიულ დაზღვევაზე. ისინი ვინც დაზღვევის სიკეთე ნახა, ადვილად ვერ თმობენ მას.
თუ ჩვენ გადავხედავთ მოსახლეობის დაუზღვეველ ნაწილს, მარტივად რომ ვთქვა, 4,5 მილიონი ადამიანიდან 3 მილიონს არ აქვს დაზღვევა, ხოლო დანარჩენი მილიონ ნახევარი ამა თუ იმ ფორმით დაზღვეულია. მათ უმრავლესობას რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს, ან სიღარიბის ზღვრის მიღმა იმყოფება,“ თქვა ხეჩინაშვილმა.
„დაზღვევის აუცილებლობაზე რომ ვსაუბრობთ, პროდუქტი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანის მოლოდინს პახუხობდეს, რისი დეფიციტიც დღესაა. არამარტო პროდუქტი არ არის გამართული, ადამიანების მოლოდინიც არაადეკვატურია რეალობასთან,“ თქვა ხეჩინაშვილმა.
„სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა არსებობდეს. მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის მოთხოვნები. რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, დაზღვევის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა, პროდუქტის ცოდნა და ის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა სწორად დაზღვევა,“ ამბობს ხეჩინაშვილი.
მოსახლეობისათვის სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაგებად საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ახლახანს სადაზღვევო გზამკვლევი შექმნა. ამ სერვისის საშუალებით, ყველა იმ შეკითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც სადაზღვევო სფეროს შეეხება და იქნება შუამავალი სადაზღვევო კომპანიასა და საზოგადოებას შორის.
„გარდა ამისა, საქართველოში არსებობს ისეთი სოციალური ჯგუფები, რომელთაც სადაზღვევო სისტემის გაგება უჭირთ, ეს უფრო ხანდაზმულებს ეხება. საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დონორები უნდა შეეცადონ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია გასაგები გახადონ და მოსახლეობასაც გაუმართლონ მოლოდინი,“ განაცხადა ხეჩინაშვილმა.
ევროპისა და საქართველოს სადაზღვევო სისტემებს შორის განსხავება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში მონო მიმართულებაა – ჯანმრთელობის დაზღვევზე, ხოლო განვითარებულ ბაზრებზე პროდუქტის დივერსიფიცირება ძალიან დიდია და ეს მთელ სისტემას სტაბილურობას სძენს.
„განვითარებულ ბაზრებთან შედარებით, ჩვენ პროფესიული კვალიფიკაციის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების და სისტემების ნაკლებობა გვაქვს. თუ 2– 3 წელიწადში, ინფორმაციის დეფიციტი აღმოიფხვრა და ჩვენ მოვახერხებთ და ჩამოვაყალიბებთ პროფესიული სწავლების სისტემებს, მაშინ სადაზღვევო სისტემა უფრო ეფექტური გახდება,“ თქვა ხეჩინაშვილმა.
ხეჩიაშვილის თქმით, დაზღვევის ფასები საქართველოს, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკას შორის შეუდარებელია. ევროპაში კერძო დაზღვევა ძალიან ძვირია. საქართველოში თუ საშუალო წლიური პრემია 300 ლარი არის, ევროპაში საშუალო პრემია 4000–2500 ევროა.
„გერმანიაში, სოციალური ჯანმრთელობის შენატანი 13 % – ია. ოთხსულიანი გერმანული ოჯახი რომ ავიღოთ, რომლის შემოსავალი 40,000–60,000 ევროა, მთელი ოჯახი დაზღვევაში 8,000–9,000 ევროს იხდის. გერმანიის კანონმდებლობით, თუ ადამიანს 5,000 ევროზე მეტი აქვს შემოსავალი, მაშინ მას შეუძლია დატოვოს სოციალური სისტემა. მაგრამ სოციალური სისტემა მათ უკან არ მიიღებს, თუ ისინი გაღარიბდებიან. ამერიკაში ოჯახის დაზღვევა 2,000 დოლარი ღირს, ხოლო საქართველოში 200 ლარი,“ გვითხრა ხეჩინაშვილმა.

11.01.2011