ჯიპიაი ჰოლდინგის უპრეცედენტო დაზღვევა

2011 წლის 20 იანვრიდან თურქული სატრანსპორტო კომპანია „ულუსოი“ და მისი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია „ევროლაინი“ იწყებენ რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის განხორციელებას საქართველოდან თურქეთის და თურქეთიდან ევროპის მიმართულებით. „ულუსოი“ თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია, რომელიც ფლობს როგორც ავტობუსებს, ისე ავიახაზებს, გემებს და სხვა საშუალებებს.
კომპანია „ულუსოი“ მგზავრებს უახლესი ავტობუსებით მოემსახურება და თბილისიდან ტრაპიზონში, სტამბოლში, ანკარიაში ან ანტალიაში გადაიყვანს, ხოლო სტამბოლიდან მათ ტრანსპორტირებას მიუნხენის, შტუდგარდის, ნიურბერგის, ფრანკფურტის და ამსტერდამის მიმართულებით მოახდენს.
მთავარი სიახლე ის არის, რომ „ულუსოი“ მსოფლიოს სტანდარტების მიხედვით ოპერირებს და უსაფრთოების წესებს დიდ ყურადღებას აქცევს. თითოეული ავტობუსი გადის სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას როგორც მგზავრობის წინ ისე დასრულების შემდეგ. ამასთან, ყველა მგზავრი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იქნება დაზღვეული მთელი მარშრუტის განმავლობაში.
გოგა ჩაჩხიანი, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კორპორაციული არხების სამსახურის უფროსი: – „ კომპანია „ულუსოი“ ევროპაში ერთ–ერთი ლიდერ კომპანიას წარმოადგენს სამგზავრო გადაზიდვის სფეროში. 2011 წლიდან „ულუსოი „საქართველოდან ევროპის მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვების განახორციელებას იწყებს. კომპანიის ძირითადი სტრატეგიაა ბაზარზე მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა. სწორედ ამიტომაც ულუსოის ხელმძღვანელობამ დაიწყო თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“, რათა მოხდეს სადაზღვევო კუთხით მომხმარებლის ინტერესების დაცვა, რაც საქართველოში როგორც სადაზღვევო ასევე სამგზავრო კუთხით პირველი პრეცედენტია.
„ულუსოი“ მგზავრებს უსაფრთხო და კომფორტული თანამედროვე ავტობუსებით მოემსახურება. ბილეთის ფასები საკმაოდ კონკურენტული იქნება ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ, ტრაბზონის მიმართულებით 9 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო ანკარის და სტამბოლის მიმართულებით ბილეთების ფასი 19 აშშ დოლარს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს http://www.ulusoy.ge/

20.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia