სოციალური მომსახურების სააგენტო მასწავლებლებსაც დააზღვევს

სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან ახორციელებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებული პირების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების სამედიცინო დაზღვევას. 2010 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე კი 2011 წლის იანვრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ასევე ისარგებლებენ:
• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები;
• საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალი;
• საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელები, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება;
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები.
ამავე დადგენილების მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ბენეფიციარები იმ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით ისარგებლებენ, რომლებიც მთავრობამ 2010 წლის გაზაფხულზე კონკურსის წესით შეარჩია.

27.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia