დაზღვეულების 73% კმაყოფილია

პროექტის ფარგლებში ”ჯიპიაი ჰოლდიგმა” 2007-2008 წლებში 10 ფილიალი გახსნა საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლობები ყველა რაიონულ ცენტრში. სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის აწყობა მნიშვნელვანი იყო იმ კუთხით, რომ მომსახურების მიღება თითოეული დაზღვეულისთვის ადვილი და მოსახერხებელი ყოფილიყო. 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა სრულ განაკვეთზე, ხოლო ეს ციფრი 2,000-ს აღწევდა პოლისების დარიგების პროცესში.
”ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვეულებს 950 ექიმი ემსახურებოდა საქართველოს ყველა კუთხეში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიისგან ყოველთვიურ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ (საუბარია სოფლის და უბნის ექიმებზე).
გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ბუნებრივია, პირველადი კაპიტალდაბანდება ამ პროექტის ეფექტურად განხორციელებას დასჭირდა და ცხადია, პროექტის ადმინისტრირირება რეგულარ ხარჯებსაც მოითხოვს.
თუმცა ყველა ეს ღონისძიება ერთადერთ მიზნით განხორციელდა - პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება უფრო მარტივი და კომფორტული ყოფილიყო ჩვენი დაზღვეულებისთვის. ჩვენი მონაცემებით დაზღვევის მოხმარების მაჩვენებელი 15%-ით იზრდებოდა წლიდან წლამდე.”
ოთხი წლის განმავლობაში ”ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვევით სულ დაახლოებით 81 698-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ანაზღაურდა 208 184 შემთხვევა (იხ. გრაფიკი). ანაზღაურებულმა თანხამ - 50 მილიონი ლარი შეადგინა.
პოლისით სარგებლობის და მომსახურების მიღების პირობები სამთავრობო დადგენილებით არის გაწერილი, გეგმიურ ოპერაციებზე 6 თვიანი მოცდის პერიოდის ჩათვლით (საქართველოს მთავრობის 2010 წ. 30მარტის #85 დადგენილება, მუხლი 8, პუნქტი 3 გ) და ვ)). ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შემჭიროვებულ ვადებში დავაფინანსოთ გეგმიური ოპერაციები და გავითვალიწინოთ ჩვენი დაზღვეულის სურვილი და საჭიროება.
გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ჩვენ ყოველთვიურად ვაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სააგენტოს თუ ვინ როდის მოგვმართა, როდის გაეწია მომსახურება, რა დაუფინანსდა, რა თანხით და ა.შ. ამასთან, ჯანდაცვის სამინსიტროში არსებული დაზღვევის მედიაციის სამსახურიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ თითოეული დაზღვეულის პრეტენზია შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება. რეგულარულად ტარდებოდა ასევე ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევა და ხდებოდა არსებული პრობლემების იდენთიფიცირება.”
”ველფეარ ფაუნდეიშენის” მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევით დაზღვეულების 73% კმაყოფილია პროგრამით და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებით. ამავე კვლევის თანახმად, ჩვენი კომპანიის მომსახურებით ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება 70%-ია. კვლევაში ირკვევა, რომ დაზღვეულების უმეტეს ნაწილს აქვს ინფორმაცია დაზღვევის შესახებ - გამოკითხულთა 84% ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიებისგან მათ მიიღეს განმარტება დაზღვევის შესახებ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჩვენს მიერ პოლისის გამოწერამდე ბენეფიციარებს ჯანდაცვის სამინისტრსგან ურიგდებოდათ სადაზღვევო ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, ხოლო ყველა სადაზღვევო კომპანია აწყვდიდა საკუთარი პოლისის უპირატესბის შესახებ ინფორმაციას, რომ ბენეფიციარს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.
გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ამ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ქვეყნისთვის და რა თქმა უნდ, სადაზღვევო ბაზრისთვისაც. ამასთან, ამ პროექტის თანმდევი შედეგი იყო ზოგადად, დაზღვევის კულუტრის პოპულარიზება საქართველოში. დღეს ჯანრმთელობის დაზღვევის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს - ეჭვგარეშეა, კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანრმთელობის ხელმისაწვდომობის ზრდასთან საქართველოში.
ცხადია, ჩვენი მიზანი არის საქართველოს თოთოეული მოქალაქეს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევითა და სხვა დაზღვევით სარგებლობის საშუალება - ეს ძალიან დიდ სოციალურ პრობლემას მოაგვარებდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს ექიმთან მისვლა, თუმცა ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თუ რამე დასჭირდებათ სადაზღვევო კომპანია მათ დაეხმარება.”
07.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia