სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას იმედი ელ ინარჩუნებს

ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 83 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ამ პერიოდში ბაზრის მოთამაშეების მიერ მოზიდულმა პრემიამ 305 მილიონს გადააჭარბა, ანაზღაურებული ზარალი კი 140 მილიონს შეადგენდა.
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერობას კი "იმედი ელი" ინარჩუნებს. სამი კვარტლის მონაცემებით, "იმედი ელმა" 72 მილიონამდე ლარი მოიზიდა,  ხოლო "ალდაგი ბისიაიმ" - 53 მილიონამდე.
22.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia