სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების დიდი წილი ჯანდაცვაზე მოდის
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი კომპანიების შემოსავლებში მთავარ როლს ჯანმრთელობის დაზღვევა ასრულებს. ამ ფაქტს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. ბაზრის მიერ 2010 წლის სამ კვარტალში მოზიდული 305 მილიონიდან 216 მილიონი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.ბაზრის ლიდერი "იმედი ელის" შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევიდან მიღებული პრემია 61 მილიონია. მთლიანად კომპანიის მოზიდული პრემია 71 მილიონს შეადგენს. "ალდაგი ბისიას" მიერ მოზიდული 52 მილიონიდან 26 ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, ხოლო ბაზრის მესამე პოზიციაზე მყოფი "ჯიპიაის" შემთხვევაში მოზიდული პრემია 42 მილიონს შეადგენს, საიდანაც 29 მილიონი ჯანმრთელობის დაზღვევის წილია.
22.02.2011