ჯიპიაიმ გურჯანიის საავადმყოფოს პროექტი წარადგინა
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 70 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა, რომლის მშენებლობა ქალაქ გურჯაანში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
გურჯაანში 70 საწოლიანი საავადმყოფოს დაპრეოქტებასა და მშენებლობას თურქული კომპანია „Umut Insaat“ ახორციელებს. „Umut Insaat“ თურქულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიაა, რომელსაც რამდენიმე უმსხვილესი სამედიცინო პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის აჩიბადემის ცნობილი საავადმყოფოს პროექტი ქ. ესქიშეჰირში.
გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი "ძალიან მნიშვნელვანია ამ ფართომასშტაბიან პროექტში მსგავსი გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა. თურქი სეპციალისტები თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩაბმულები დაგეგმარებისა და დაპროექტების პროცესში და მშენებლობის პროცესსაც თავად განახროციელებენ ჩვენი დაკვეთით."
პროექტის პრეზენტაცია 2011 წლის 14 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციას ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და, სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და თურქული კომპანიის „Umut Insaat“ –ის გენერალური დირექტორი წარუძღვა. აღნიშნულ ღონისძიებას მედიის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: "მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს; კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც გეგმიური და გადაუდებელი, ასევე ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა.
ამ პროცესში ყველაზე აქტუალური საკითხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეფექტურად წარვმართოთ ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება - პირველ რიგში აქტიურად ვთანამშრომლობთ კახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ადგლიობრივი სპეციალისტების დასაქმება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი იქნება. დაინერგება ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემაც, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონის შენარჩეუნებას და მუდმივ გაუმჯობესებას."
კომპანია ასევე გეგმავს სამედიცინო დაზღვევის არეალის გაფართოებას და მეტი ხალხის მოზიდვას სადაზღვევო სქემაში, რათა ახალ საავადმყოში მომსახურების მიღება რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
საქართველოს მასშტაბით "ჯიპიაი ჰოლდინგი" 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება. მშენებლობისა და რეკონსტრუქიის პროცესი ყველა ობიექტზე სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

23.02.2011