უფასო გამოკვლევა სტუდენტებს
სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ.
კვალიფიცირებულმა ექიმებმა 650 სტუდენტი უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურით გამოიკვლიეს, რის შედეგადაც, 90 შემთხვევა გამოვლინდა.
აქციის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "იმედი ელმა" ლაბორატორია "მრჩეველში" დეტალური ჰორმონალური კვლევა უზრუნველყო.
აქცია საქართველოს უნივერსიტეტში 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ი ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი რეპუტაცია მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურებით, სტაბილურობის მტკიცე გარანტიითა და ფინანსური სიძლიერით დაიმკვიდრა.
07.03.2011