მოსავლის დაზღვევა უპროცენტო განვადებით

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" აგროდაზღვევის სფეროს ანვითარებს და ახალი მიმართულებების დანერგვას იწყებს. კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად, მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. 1 აპრილიდან ფერმერს მოსავლის დაზღვევა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული ზარალისგან, განვადებით შეეძლება.
მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, "იმედი ელმა" და კრედომ თავიანთ თანამშრომლებს ერთობლივი სემინარი ჩაუტარეს.
მსგავს ერთობლივ პროდუქტს კომპანიები მომხმარებელს 2010 წელსაც სთავაზობდნენ, მაშინ ფერმერს განვადებით მხოლოდ ვენახის და მარცვლეულის დაზღვევის შესაძლებლობა ჰქონდა. წელს კი დასაზღვევი კულტურების ჩამონათვალი საქართველოში წარმოებულ პრაქტიკულად ყველა კულტურას მოიცავს.
აგროდაზღვევის პირველი პოლისი "იმედი ელმა" 2000 წელს გასცა. უკვე 10 წელია, რაც კომპანია წარმატებით ახორციელებს მოსავლის დაზღვევას მთელი საქართველოს მასშტაბით.

14.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia