4 წლის შემდეგ საქართველოში აგრო-დაზღვევა გაორმაგდება

ნიკა გამყრელიძე: ამ სფეროს პოტენციალი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის. 4 წლის შემდეგ საქართველოში აგრო-დაზღვევის მაჩვენებლები გაორმაგდება. ასეთ პროგნოზს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” გენერალური დირექტორი აკეთებს. ნიკა გამყრელიძის თქმით, „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აგრო-დაზღვევა წამოიწყო, ეს ბაზარი საკმაოდ დიდია და მთლიანი შიდა პროდუქტის 10% სწორედ აგრო სექტორზე მოდის. ამასთან, მისი თქმით, ბაზარი სადაზღვევოების მიერ 100%–ით აუთვისებელია.
“ალდაგის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სადაზღვევო კოამპანიებისთვის ეს სფერო მიმზიდველი უნდა გახდეს, რადგან პოტენციალი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაში  და ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ნიკა გამყრელიძის განმარტებით, „ალდაგმა“ პროდუქტის გამოტანამდე ტრეინინგები გაიარა, გადამზღვეველებთან შეთანხმებას მიაღწია და მიმდინარე წლიდან ამ ბაზარზე შესვლას უფრო აქტიურად გეგმავს.

14.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia