საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა იმატა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემის მონაწილეების რიცხვმა 8000–ს მიაღწია.
ალდაგი ბისიაის საპენსიო ფონდი უმსხვილესი საპენსიო ფონდია საქართველოში, რომელსაც 2010 წელს 5 წელი შეუსრულდა და 2010 წელს წლიურმა მომგებიანობამ 12.11 % შეადგინა.საპენსიო სქემის მონაწილეს საშუალება აქვს აირჩიოს სამი სახეობის საპენსიო სქემიდან ერთ-ერთი: მუდმივი, ვადიანი ან ერთჯერადი პენსია.
მუშაობთ, გაქვთ უზრუნველყოფილი აწმყო, მაგრამ გსურთ იზრუნოთ  მომავალზე, რათა ხანდაზმულობისას  მყარი ფინანსური მდგომარეობა და გარანტირებული შემოსავლის წყარო გქონდეთ - საპენსიო დაზღვევა თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა.
თქვენ თავად განსაზღვრავთ გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შეძლებთ თავად ადევნოთ თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს.

საპენსიო დაზღვევა ითვალისწინებს:

• თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას ხანდაზმულობის პერიოდში;
• საპენსიო შენატანზე დარიცხულ დამატებით შემოსავალს;
• საპენსიო შენატანების ოდენობის, გადახდის პერიოდულობისა და პენსიის ტიპის თავისუფალ არჩევანს

ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა.

 

14.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia