შესაძლებელი იქნება თუ არა სადაზღვევო პოლისის განვადებით შეძენა?
სადაზღვევო სექტორი პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს. „სადაზღვევო ასოციაცია“ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ბანკებისთვის სპეციალურ შეთავაზებაზე მუშაობს, რომელიც პოლისების განვადებით შეძენას გულისხმობს. პოლისების ხელმისაწვოდმობის და საცალო გაყიდვების სტიმულირებისთვის ასოციაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ბანკებთან თანაშრომლობაცაა. თუმცა, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ასეთ პროდუქტს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ექნებოდა და წლიურ 36-40%–მდეც ავიდოდა. ამიტომ ამ პროექტზე უარი ითქვა. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპანიებისთვის ადვილია, თუმცა, როდესაც მოქალაქეს ინდვიდუალური დაზღვევა უნდა, ყოველთვიური გადასახადი მისთვის შესაძლოა პრობლემა იყოს, ამიტომ ასოციაცია ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
04.04.2011