თორნის და იმედი ელის ერთობლივი პროდუქტი

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელს" და დაცვის სამსახურ "თორნის" ბაზარზე ახალი, ერთობლივი პროდუქტი გამოაქვთ. კომპანიები ქონების კომპლექსური დაცვისთვის მომხმარებელს ექსკლუზიურ შეთავაზებას უკეთებენ. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ბინა, სახლი ან აგარაკი უპრეცედენტო ფასად დაიცვას და დააზღვიოს გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალისგან.
ერთობლივი პროდუქტის ფარგლებში, უძრავი ქონების დაცვა თვეში 55 ლარს, ხოლო წლიური სადაზღვევო პრემია სადაზღვევო თანხის 0,16% შეადგენს, მაშინ როდესაც მსგავსი პროდუქტებით ცალ–ცალკე სარგებლობა დღეს ბაზარზე გაცილებით ძვირი ღირს.

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" 1995 წლიდან ფუნქციონირებს.
დაცვის სამსახური "თორნი" კი 2000 წელს დაარსდა და მისი ძირითადი დანიშნულება ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოება და მათი საკუთრების დაცვაა.

20.04.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia