ონლაინ ავტოაუქციონი ჯიპიაისგან
"ჯიპიაი ჰოლდინგის" ონლაინ ავტოაუქციონით სარგებლობა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აუქციონზე ის ”ჯიპია ჰოლდინგის” მიერ დაზღვეული ავტომობილები გაიყიდება, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევისას დაზიანდა.
თითოეულ ავტომობილზე მითითებულია საწყისი ფასი, მინიმალური ფსონი და აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი. აუქციონის დაწყებისთანავე ნებისმიერ რეგისტრირებულ მონაწილეს, რომელიც გაივლის ვალიდაციას ადმინისტრატორის მიერ, საშუალება ეძლევა დადოს ფსონი და თვალყური ადევნოს აუქციონის მსვლელობას ონლაინ რეჟიმში.
ონლაინ აუქციონის მოდული შემუშავებულია Ajax ტექნოლოგიის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს მის დინამიურობასა და მოქნილობას.
ავტოაქუციონი სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით, კომპანია ”აი-ბი-ესმა” შექმნა.

აუქციონის მისამართია http://bids.gpih.ge/, სადაც გადასვლა ასევე შესაძლებელია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კორპორატიული ვებ-გვერდიდან
26.04.2011