დაზღვევის სახალისო პროდუქტები

ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე განთავსდა განცხადება „ნუ დატოვებთ დედამიწას ამის გარეშე“. როგორც ირკვევა ამ სახელწოდებით სადაზღვევო პოლისებს საზოგადოებას კომპანია UFO Abduction Insurance სთავაზობს. წელიწადში პოლისის ღირებულება 19,9 დოლარია, ანაზღაურებადი თანხა კი საკმაოდ სოლიდური - 10 მილიონი დოლარია. თუმცა  ანაზღაურების  მიღება მსურველს საკმაოდ გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ 10 მილიონის მისაღებად და იმის დასამტკიცებლად, რომ „სხვაგან“ იყავით, მოწმედ ერთი უცხოპლანეტელი დაგჭირდებათ. კომპანია მხედველობაში რომელიმე სხვა ცივილიზაციის ბიუროკრატის ხელმოწერასაც მიიღებს. კომპანიის დაზღვევით უკვე რამდენიმე ათასი ამერიკელი სარგებლობს. დასავლური სადაზღვევო კომპანიები ერთმანეთს ეცილებიან ახალ-ახალი სადაზღვევო პროდუქტების მოფიქრებაში. ევროპულმა სადაზღვევო კომპანიები „გაავებული სიდედრისგანაც“ დაგაზღვევენ. ასევე სანტა კლაუსის მოუქნელობისა და ხიფათიანობისგან. გერმანული სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, შობამდე ასეთ სადაზღვევო პოლისებზე დიდი მოთხოვნაა. ხოლო დაზღვევა სიდედრთან ჩხუბისგან ყველაზე პოპულარულია და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ კომპენსაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაგიხდით, თუ „დედიკოსთან“ კონფლიქტი პოლიციის გამოძახებით დამთავრდება. უჩვეულო დაზღვევებს შორის შედის საწვავზე ფასების მომატებაც. ასევე ფარული კამერის გადაღებისგან თავის დაზღვევაც. ხოლო თუ მაინც მოხვდებით ობიექტივში, დაზარალებული კომპენსაციის სახით 1000 ევროს მიიღებს.
03.05.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia