კომპენსაციად 500 ევრო - რქებისთვის
კომპანია Hullberry Insurance Company со მომხმარებელს უჩვეულო რისკებისგან სთავაზობს დაზღვევას. გამოვარდით სახლიდან და კარები ჩაიკეტა? სადაზღვევო კომპანია აუცილებლად გადაგიხდით 100 ევროს. ამ დაზღვევის ღირებულება წელიწადში 18 ევროა. ლიფტში გაიჭედეთ? კომპანია გადაგიხდით 75 ევროს. ლატარეაში არ გიმართლებთ? თუ თქვენ წელიწადის განმავლობაში 52-ჯერ ითამაშეთ ლატარეა და ვერც ერთხელ ვერ მოიგეთ, კომპანია 2500 ევროს გადაგიხდით უიღბლობისთვის. ასეთი დაზღვევის პოლისის ღირებულება წელიწადში 12-დან 28 ევრომდეა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შანსი 1:4900 წარმოადგენს, რაც სრულიად არა ცუდი მაჩვენებელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავარი პრიზის მოგების შანსი 6 ციფრიან ლატარეაში 1:14 მილიონია. იგივე კომპანია დაგაზღვევთ რომ თქვენმა საქმრომ ან საცოლემ ეკლესიაში არ მიგატოვოთ, ხოლო თუ მაინცდამაინც ასეთ რამე მოხდა, კომპენსაციის სახით, 100 ევროს მიიღებთ. დაზღვევა: სხვისი შვილები - დედა ვინ არის, ცნობილია. საკითხავი ისაა, ვინ არის მამა? თუმცა ყოველთვის ასე ხომ არ ხდება? მამაკაცები, რომლებიც არ ენდობიან თავიანთ პარტნიორებს, შეუძლიათ ეს რისკი დააზღვიონ. „რქების“ გაჩენის შემთხვევაში, ისინი 500 ევროს მიიღებენ კომპენსაციის სახით.03.05.2011