ზარალის ნაწილს იმედი ელ აანაზღაურებს

სეტყვის შედეგად კახეთში ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაზიანდა. მათ შორის რამდენიმე ათეული ჰექტარი სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" დაზღვეულია. მიწების დაზღვევა ახალი პროდუქტის ფარგლებში მოხდა, რომელიც "იმედი ელმა" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად შექმნა.
1 აპრილიდან ფერმერს მოსავლის დაზღვევა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული ზარალისგან, განვადებით შეუძლია. პროექტის ფარგლებში "იმედი ელმა" უკვე აგროდაზღვევის 500-მდე პოლისი გასცა.
კომპანიამ დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება და შესაბამის ანაზღაურებას მოსავლის აღების პერიოდში გასცემს. მსგავს ერთობლივ პროდუქტს კომპანიები მომხმარებელს 2010 წელსაც სთავაზობდნენ, მაშინ ფერმერს განვადებით მხოლოდ ვენახის და მარცვლეულის დაზღვევის შესაძლებლობა ჰქონდა.
წელს კი დასაზღვევი კულტურების ჩამონათვალი საქართველოში წარმოებულ პრაქტიკულად ყველა კულტურას მოიცავს.
აგროდაზღვევის პირველი პოლისი "იმედი ელმა" 2000 წელს გასცა. უკვე 10 წელზე მეტია, რაც კომპანია წარმატებით ახორციელებს მოსავლის დაზღვევას მთელი საქართველოს მასშტაბით.

31.05.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia