აისი ჯგუფის ახალი საავადმყოფო

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა ქალაქ ამბროლაურის საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა. 25 საწოლიანი ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფს. ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
კიდევ ერთი სიახლე - ინოვაციური პროექტი, რომელიც სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის მიერ აშენებულ საავადმყოფოებში განხორციელდება,  არის ტელემედიცინის, თანამედროვე მედიცინის მიმართულების დანერგვა. ტელემედიცინის მთავარ მიზანს პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. ადგილობრივ ექიმებს, საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის კონსულტანტებს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში და შეაჯერონ ინფორმაცია პაციენტის დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ.
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს კიდევ შვიდ რეგიონში ახორციელებს საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს

22.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia