მემორანდუმი სადაზღვევო გზამკვლევთან
2011 წლის 27 ივლისს სადაზღვევო კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო გზამკვლევთან" თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები თანახმა არიან სადაზღვევო გზამკვლევისგან მიიღონ შემოთავაზებული სერვისი, რათა დაზღვეულების კმაყოფილების დონე გაიზარდოს.
„სადაზღვევო გზამკვლევი“ საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სამსახურია, რომლის მიზანია საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის ამაღლება, სადაზღვევო სფეროში მომხმარებლის გარკვევა და დაზღვეულებისა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. სადაზღვევო გზამკვლევი სატელეფონო ცენტრის მეშვეობით(2-555-155) პასუხობს მომხმარებლის დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას; სპეციალური ფორმის საშუალებით იღებს დაზღვეულთა პრეტენზიებს და განსაზღვრულ დროში ახდენს მათზე რეაგირებას.

29.07.2011