ალდაგი ბისიაის ახალი ცენტრი
ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ამიერიდან დაზღვეულები სადაზღვევო მომსახურების მიღებას ახალ, კომფორტულ გარემოში შეძლებენ. ახალ მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სადაზღვევო სერვისის, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში. ახალ სერვის ცენტრში მომსახურების მიღება შესაძლებელია ყოველდღე, გარდა კვირისა.
04.08.2011