პირველი ქართული ჟურნალი დაზღვევის თემაზე
“საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” ჟურნალი – “All about Insurance” პირველ ხანებში ელექტრონული სახით გამოვა. ჟურნალი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ უახლეს ამბებს სადაზღვევო კომპანიების შესახებ, ანალიტიკურ სტატეიბს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თემებზე. მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს დაზღვევის მოხმარებასთან დაკავშირებით. ჟურნალში ასევე იხილავთ საინტერესო ფაქტებს და შემთხვევებს საზღვარგარეთიდან, მსოფლიო სიახლეებს, სახალისო ისტორიებს და იუმორისტულ ჩანახატებს.
ჩვენი ორგანიზაცია მოხარული დარჩება თუ დაინტერესდებით ჩვენი სიახლით, თქვენც გახდებით ჩვენი ჟურნალის მომხმარებელი და მიიღებთ უახლეს ინფორმაციას ქართული თუ მსოფლიო დაზღვევის შესახებ.
02.07.2012