“All About Insurance” -ის მეორე ნომერი გამოვიდა!
“All About Insurance” კვლავინდებურად აგრძელებს მისი მკითხველისათვის უახლესი, უტყუარი და საინტერესო ინფორმაციის
მიწოდებას დაზღვევის სხვადასხვა თემებზე.
ამ ნომერში ჩვენი მკითხველი გაეცნობა სადაზღვევო კომპანიების
ივლისის თვის სიახლეებს, შეიტყობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული თუ როგორ ვითარდებოდა
ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში, „სადაზღვევო გზამკვლევისგან“ მიიღებს სასარგებლო
რჩევებს დაზღვევის მოხმარების წესებზე, ჩვენი ექსპერტისგან შეტყობს თუ რა პრინციპებს
ეფუძნება დაზღვევა, გაეცნობა მსოფლიოში ერთ-ერთ
საუკეთესო მოდელად აღიარებულ, შვეიცარიული დაზღვევის მოდელს. ნომრის ბოლოში ტრადიციულად
მოცემული იქნება კულტურული, შემეცნებითი და იუმორისტული გვერდები. და ეს ყველაფერი
მხოლოდ და მხოლოდ დაზღვევაზე!
ასე რომ, არ გამოტოვოთ “All About Insurance” -ის
მეორე ნომერი!
14.08.2012