აგრო-დაზღვევა საქართველოში

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აგროდაზღვევის სექტორის წილი სადაზღვევო ბაზარზე უნდა იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრარდამხარ, რადგანაც დაზღვევის ეს ფორმა უზრუნველყოფს ფერმერის შემოსავლების სტაბილურობას და ზრდის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას.  საქართველოს ბაზარზე დღეს აგროდაზღვევის პაკეტი მხოლოდ ოთხ სადაზღვევო კომპანიას გამოაქვს, მაგრამ ინტერესი ამ სფეროსადმი ძალიან დიდია. 

2012 წლის 20 თებერვლიდან 8 მარტამდე  საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე  USAID-ის პროექტ ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ჩატარდა საპილოტე  ტრეინინგი თემაზე „სოფლის მეურნეობის (მოსავლის) დაზღვევა“. ლექციებს კითხულობდა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის საერთაშორისო ექსპერტი ედგარ ბალბინი.

კურსის 18 მსმენელი წარმოადგენდა საქართველოს შვიდ სადაზღვევო კომპანიას (ალდაგი-ბისიაი,  იმედი L, აი სი ჯგუფი, ჯიპიაი ჰოლდინგი..), რომლებიც  უკვე მუშაობენ აგროდაზღვევის სფეროში, ან გეგმავენ ამ ბიზნესში ჩართვას.

ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსავლის დაზღვევის საფუძვლები, საერთშორისო პრაქტიკა, დაზღვევის ადმინისტრირება, დაზღვევის პროდუქტები და სხვა.

დასკვნითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელებს გადაეცა სერტიფიკატები.

ტრეინინგის მასალების საფუძველზე შემუშავდა საქართველოს რეალობაზე მორგებული სამი პროფესიული სასწავლო კურსი, განკუთვნილი სადაზღვევო კომპანიებისთვის, საბანკო ინსტიტუტებისთვის და ფერმერებისთვის.

15.03.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia