ტრეინინგი რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში
დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების
ცენტრი– IPECC
გაცნობებთ, რომ
2014 წლის თებერვლიდან დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების
ცენტრი–IPECC იწყებს
ტრეინინგებს რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში. ცენტრი დაფუძნდა 2011 წლის15 მარტს.
ცენტრის მიზანია დაზღვევის
სფეროში პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის
ამაღლება.
ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს და ატარებს ტრეინინგ
კურსებს. კურსი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების პირთათვის,
რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება, ასევე დაზღვევის სფეროში გამოცდილების
არ მქონე მოქალაქეებისათვის, ვისაც სურთ გაეცნონ სადაზღვევო საქმიანობის პრინციპებს,
საფუძვლებს, დაზღვევის კონკრეტულ სახეებსა და შესაბამის პროდუქტებს.
დაზღვევის საბაზისო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
რისკისა და დაზღვევის თეორიის ელემენტები
- რისკ-მენეჯმენტის ელემენტები
- დაზღვევის ფუნქციები
- დაზღვევის სამართლებრივი პრინციპები
- სადაზღვევო კონტრაქტის სტრუქტურა და მისი თავისებურებები
- სადაზღვევო ბაზარი
- სადაზღვევო საზოგადოების ძირითადი საქმიანობა:გაყიდვები, ანდერაიტინგი და აქტუარული კვლევები,ზარალების დარეგულირება.
- სადაზღვევო საზოგადოების რისკ-მენეჯმენტის ინსტრუმენტები: სადაზღვევო პროდუქტების ფასდადება,რისკის გადანაწილება, ფრანშიზა, თანაგადახდა,პროპორციულობის წესი, თანადაზღვევა, გადაზღვევა
- სადაზღვევო რეზერვები და გადახდისუნარიანობის მარჟა
- დაზღვევის სხვადასხვა სახეობები და პროდუქტები
2014 წელს განახლებულ ტრეინინგ კურსში გათვალისიწინებული იქნება მეტი პრაქტიკული
სავარჯიშოები, კურსს დაემატა შუალედური გამოცდა, რომელიც საშუალებას მისცემს
მსმენელებს შუალედურ ეტაპზეც შეამოწმონ ცოდნა (იცოდნენ რა დონეზე იმყოფებიან), შემაჯამებელი გამოცდა ჩატარდება ტრეინინგ ცენტრში, ადგილზე
და არა დისტანციური მეთოდით.
საგამოცდო ნაშრომის შეფასების შესაბამისად გაიცემა 3 ტიპის სერტიფიკატი:
წარჩინების (+რეკომენდაცია), წარჩინების და მოსმენის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობაა: 4–5 კვირა. ლექციები დაიწყება 2014 წლის 15 მარტს.
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ.
კურსის ღირებულება - 350 ლარი ერთ მონაწილეზე
რეზიუმეების (CV) მიღების ბოლო ვადა– 2014 წლის 1 მარტი
კურსს კითხულობენ დაზღვევის სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხისა და დიდი
პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები –– დევი ხეჩინაშვილი,
არჩილ ცერცვაძე .
არჩილ ცერცვაძე .
სწავლება მიმდინარეობს ქართულ
ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მის: თბილისი მოსაშვილის ქ. 24
ტელ: +995 32 2 91 20 40 / / +995 599 38 63 63
მეილი: ipecc@insurance.org.ge
საკონტაქტო პირი : მერი მაჩიტიძე
11.01.2014